თეგი: საუდის არაბეთი

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და დადასტურდა ორმხრივი მზადყოფნა, ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ასევე მიესალმება საუდის არაბეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და მზად არის, მომავალშიც დაუჭიროს მხარი დაინტერესებულ ინვესტორებს საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. „ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ასევე - იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ინვესტორებს არაერთ ქვეყანასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. მხარეებმა ასევე გაცვალეს პოზიციები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საუდის არაბეთში ტერორიზმისა და სხვა დანაშაულისთვის ერთ დღეში 81 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით

საუდის არაბეთში, 24 საათის განმავლობაში, სიკვდილით 81 კაცი დასაჯეს, მათ შორის, შვიდი იემენელი და ერთი სირიის მოქალაქეა. იტყობინება Reuters-ი. ეს სამეფოში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მასობრივი სიკვდილით დასჯაა. „ეს პირები გასამართლდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობისთვის. ამასთან, მათ დანაშაულთა შორისაა ისეთი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებისადმი ერთგულების აღთქმა, როგორებიცაა ISIS-ი, „ალ-ქაიდა“ და სხვა. ბრალდებულებს ჰქონდათ ადვოკატის აყვანის უფლება და გარანტირებული იყო ყველა უფლება სასამართლო პროცესის დროს”, - ნათქვამია საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

The Wall Street Journal-ის ცნობით, საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას განიხილავს

საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. ამასთან, ნავთობის იუანში შეძენის კონტრაქტები 6 წლის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საუდის არაბეთის უკმაყოფილებამ რეგიონში და მათ მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ირგვლივ, მოლაპარაკებები დააჩქარა. ცნობისთვის, საუდის არაბეთის უკმაყოფილება იემენის სამოქალაქო ომში ინტერვენციის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის ნაკლებობამ და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გაფორმებიც მცდელობამ გამოიწვია. ამასთან, როგორც საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ამბობენ, აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ჯარების ნაჩქარევმა გაყვანამ ისინი შოკში ჩააგდო.

The Wall Street Journal-ი: აშშ-მა საუდის არაბეთს ამ თვეში, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტები გაუგზავნა

"აშშ-მა საუდის არაბეთს, ამ თვეში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტები გაუგზავნა", - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. როგორც გამოცემაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რაკეტების გადაცემა შესრულდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუდის არაბეთმა შეძლოს ირანის მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების დაჯგუფების სარაკეტო და დრონების თავდასხმებისგან თავდაცვა.  ცნობისთვის, საუდის არაბეთი აშშ-ს გასული წლიდან სთხოვდა Patriot-ის სისტემის რაკეტებს.

საქართველო საუდის არაბეთთან ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნას განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის თანამშრომლობის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნის შესაძლებლობა.„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სასიხარულოა, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში",– ნათქვამია განცხადებაში.როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოდან ინვესტორების შემოსვლას მიესალმება. მისივე განმარტებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია და არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი და საუდის არაბეთი კავშირების გასაძლიერებლად საერთო ნებას ავლენენ

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარამ და რიადმა ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დონეზე განვითარებისთვის საერთო ნება გამოავლინეს. საუდის არაბეთიდან დაბრუნებისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და საუდის არაბეთი მოწადინებულნი არიან, გააგრძელონ ეს ძალისხმევა საერთო ინტერესებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ორმხრივი ძალისხმევა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას და რეგიონს. „მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეპოქის მაუწყებელია, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. საუდის არაბეთში ორდღიანი ვიზიტისას ერდოღანი საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს, ასევე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და  სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი საკითხი განიხილა. „ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მომავალში... მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი მხარდაჭერა საუდის არაბეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა, მაგრამ ორივე ქვეყანა ახლა ურთიერთობების განვითრებას ცდილობს. ერდოღანი საუდის არაბეთს, ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვია.

„ვოიაჟერი“: საუდის არაბეთიდან ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმებას ვერ დავადასტურებთ

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, კომპანია „ვოიაჟერის“ დირექტორმა  სოფო აზარაშვილმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთიდან ტურისტებს მისი კომპანიისთვის ჯავშნის გაუქმების შესახებ არ მოუმართავთ. „ამ პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთიდან ბევრ ტურისტს ვუმასპინძლეთ. მსგავსი კომენტარი, რომ ისინი აუქმებენ ჯავშანს ფრენაზე და აღარ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას, არცერთი ჩვენი ტურისტისგან არ მოგვისმენია. არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა საუდის არაბეთიდან და შესაბამისად ვერ დავადასტურებთ, ინფორმაციას, რომ ამ ქვეყნიდან ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ“, - აღნიშნა სოფო აზარაშვილმა. Europetime-მა გალფის ქვეყნებიდან [არაბთა გაერთიანებული საემიროები, ომანი, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი] ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ შემომყვან კომპანია „ვოიაჟერს“ კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა საქართველო მოწყვლადი ქვეყნების სიაში შეიყვანა და ერთ დღეში ამ ქვეყნიდან საქართველოში ჯავშანი 40-მა ადამიანმა გააუქმა. გასულ კვირას გამოცემა saudigazette-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე და ბათუმში, ევროპის მოედანზე ბავშვებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე შემწეობას ითხოვდნენ, საუდის არაბეთის მოქალაქეები გაძარცვეს. ამიტომ საელჩო საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს აფრთხილებს, რომ ასეთი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, თავი აარიდონ საეჭვო ადგილებში გადაადგილებას და არ იქონიონ თან დიდი თანხა და ძვირფასი სამკაულები. ოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველო მოწყვლადი ქვეყნების სიაშია, თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს ვებგვერდზე არ იძებნება.  Europetime-ს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტას ვერ გააკეთებენ, რადგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ.  Europetime-მა შეკითხვით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასაც მიმართა, რა ვითარებაა საუდის არაბეთიდან ტურისტების ვიზიტებთან დაკავშირებით. კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ოთხ თვეში საქართველოს საუდის არაბეთიდან სულ 1 929 მოქალაქე ეწვია.  აპრილი - 169; მარტი- 496; თებერვალი -394, იანვარი - 870. აპრილში, საუდის არაბეთიდან ვიზიტორების შემცირებას „ვოიაჟერის“ დირექტორი „რამადანს“  უკავშირებს, როდესაც აპრილ-მაისში საუდის არაბეთიდან ტურისტების ნაკადი მცირდება. პანდემიამდე, 2019 წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 10 483 ტურისტი შემოვიდა.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე თურქეთს ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვევა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი თურქეთს ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვევა. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს მოჰამედ ბინ სალმანთან, რომელიც დაზიანებული კავშირების გამოსწორებას ისახავს მიზნად. BBC წერს, რომ ვიზიტი ხორციელდება მაში, როცა თურქეთი ეძებს ინვესტიციებს და დახმარებას, რათა ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს. ამავდროულად, პრინც მუჰამედს საერთაშორისო იზოლაციის დასრულება სურს. პრინცი ასევე ეწვია იორდანიასა და ეგვიპტეს ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში და მომავალ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება. შეგახსენებთ, ერდოღანმა ირიბად დაადანაშაულა პრინცი ხაშოგის მოკვლის ბრძანებაში. თავის მხრივ, მუჰამად ბინ სალმანმა მკვლელობაში რაიმე სახის მონაწილეობა უარყო. ხაშოგი, აშშ-ში დაფუძნებული „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი და პრინც მუჰამედის ცნობილი კრიტიკოსი იყო. ბოლოს, სტამბოლის საკონსულოში შესვლისას, 2018 წლის 2 ოქტომბერს ნახეს. გაეროს გამომძიებელმა დაასკვნა, რომ ის „სასტიკად მოკლა" საუდის არაბეთის აგენტების 15-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც რიადიდან გაგზავნეს და რომ მისი ცხედარი დანაწევრებული იყო. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, საუდის არაბეთის სასამართლომ ხუთი ადამიანი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მოგვიანებით, მსჯავრი 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა, ხოლო შვიდიდან სამს 10 წლამდე პატიმრობა მკვლელობის დაფარვისთვის მიესაჯა. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა. ერდოღანი საუდის არაბეთს, ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად, მაისში ეწვია.  

იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობისა და იმედის გზავნილს" გადასცემს. „იერუსალიმიდან პრეზიდენტ ბაიდენის თვითმფრინავი საუდის არაბეთში გაფრინდება და ის ჩვენგან მშვიდობისა და იმედის გზავნილს მიიღებს“, - განაცხადა ლაპიდმა კაბინეტის ყოველკვირეული სხდომის გახსნაზე. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ისრაელი მიმართავს რეგიონის ყველა ქვეყანას და მოუწოდებს მათ, დაამყარონ კავშირები ჩვენთან, დაამყარონ ურთიერთობები ჩვენთან და შეცვალონ ისტორია ჩვენი შვილებისთვის“, - აღნიშნა ლაპიდმა. ისრაელსა და საუდის არაბეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.

საუდის არაბეთმა ისრაელის ავიაკომპანიებს ცა გაუხსნა

საუდის არაბეთში ისრაელის ავიაკომპანებისთვის ცის გახსნის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერ-რიადში ვიზიტის წინ მიიღეს. საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ 15 ივლისს გამოაცხადა, რომ სამეფოს საჰაერო სივრცე "ღია ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ხელისუფლების მოთხოვნებს". მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ერ-რიადმა 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის საფუძველზე მიიღო, რომელიც სამოქალაქო ავიაკომპანიების დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს. „ჯო ბაიდენი მიესალმება საუდის არაბეთის ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ ყველა სამოქალაქო გადამზიდავისთვის, მათ შორის ისრაელისთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა. თეთრი სახლის ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში ისრაელსა და პალესტინას ეწვია და საუდის არაბეთში მოგზაურობას გეგმავს.  

კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პალესტინის ლიდერებს დღეს შეხვდება, ვიდრე ის საუდის არაბეთში, სადავო სამიტზე გაემგზავრება. წერს BBC. ანალიტიკოსების თქმით, მისი შეხვედრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობები გაუარესდა. მოგვიანებით, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრება და პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს „ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი.  „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში.

საუდის არაბეთმა და შეერთებულმა შტატებმა თანამშრომლობის 18 შეთანხმება და მემორანდუმი გააფორმეს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტისას მხარეებმა, რამდენიმე მიმართულებით 18 შეთანხმებას და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტო SPA იუწყება. ჯო ბაიდენი: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არ წავა, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა „საუდის არაბეთის ენერგეტიკის, ინვესტიციების, კომუნიკაციებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ამერიკელ კოლეგებთან გააფორმეს 18 შეთანხმება“, - აცხადებენ სააგენტოში. აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებები დაიდო კოსმოსის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ჯანდაცვის სფეროებში. შეგახსენებთ, დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრო. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.  

ჯო ბაიდენი: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არ წავა, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს

აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტზე განაცხადა, რომელშიც არაბული ქვეყნის 9 ლიდერი მონაწილეობს. აშშ-ისა და ეგვიპტის ლიდერებმა ჯედაში, სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა „ჩვენ არ დავტოვებთ  ახლო აღმოსავლეთს, არ დავტოვებთ ვაკუუმს რეგიონში, რომელსაც ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა. სამიტზე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა მსოფლიო ასპარეზზე მოსკოვის, პეკინისა და თეირანის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ვხედავთ მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში წესრიგის დარღვევის მცდელობებს. ჩინეთმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ზეწოლა გაზარდა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ და უსამართლო ომს განაგრძობს, ირანი კი, ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას განაგრძობს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს მისი თქმით, აშშ რეგიონში აქტიური პარტნიორი დარჩება და თავის მოკავშირეებს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა, განაგრძოს დიპლომატიური ძალისხმევა, მაგრამ არასოდეს დაუშვებს იმას, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. ამასთან, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს თანამშრომლობას და იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომელთაც მსოფლიო წესრიგში თავისი წვლილი შეაქვთ. „აშშ იზრუნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებმა შიდა საფრთხეებისგან თავდაცვა შეძლონ“, - აღნიშნა ბაიდენმა.  

ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთი დატოვა და ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიანი ტურნე დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში პირველი ვიზიტი დაასრულა. ბაიდენის ტურნე საუდის არაბეთს, ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს მოიცავდა. ვიზიტის გზავნილია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთს არ დატოვებს, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს. იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს ბაიდენმა ასევე გამართა შეხვედრები საუდის არაბეთის მეფე სალმანთან და მის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის ერთგვარი მცდელობაა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის ფონზე, რეგიონში ლიდერობა განიმტკიცოს, წერს საერთაშორისო მედია. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. იაირ ლაპიდი ჯო ბაიდენს: ირანს ბირთვული იარაღის მიღებისგან დიპლომატია ვერ შეაჩერებს ბაიდენის ტურნე 13 ივლისს, ისრაელში ვიზიტით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა მოგზაურობის მიზნებზე ვრცლად The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენმა და საუდის არაბეთის პრინცმა შეხვედრის შემდეგ, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს - უკრაინული მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ჯედაში გამართული შეხვედრისას, უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, თეთრი სახლი იუწყება. „ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, გაუწიონ კრიტიკული დახმარება უკრაინელ ხალხს, ასევე, მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით, გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებს“, - ნათქვამია კომუნიკეში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში პირველი ვიზიტი დაასრულა. ბაიდენის ტურნე საუდის არაბეთს, ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს მოიცავდა. ვიზიტის გზავნილია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთს არ დატოვებს, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს. იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს ბაიდენმა ასევე გამართა შეხვედრები საუდის არაბეთის მეფე სალმანთან და მის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის ერთგვარი მცდელობაა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის ფონზე, რეგიონში ლიდერობა განიმტკიცოს, წერს საერთაშორისო მედია. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. იაირ ლაპიდი ჯო ბაიდენს: ირანს ბირთვული იარაღის მიღებისგან დიპლომატია ვერ შეაჩერებს ბაიდენის ტურნე 13 ივლისს, ისრაელში ვიზიტით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა მოგზაურობის მიზნებზე ვრცლად The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.

ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ჩავიდა.  თოყაევი საუდის არაბეთში სახელმწიფოს მეთაურის მიწვევით იმყოფება.  აეროპორტში თოყაევს საუდის არაბეთის მეფის მრჩეველი, მექას პროვინციის გუბერნატორი ფეისალ ჰალიდ ბენ აბდულაზიზი დახვდა. ასევე დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საუდის არაბეთის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.  23-24 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.   

საუდის არაბეთის პრინცმა ყაზახეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა და ვიცე-პრემიერმა მოჰამედ ბინ სალმანმა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ თოყაევი ჯედაში მიიღო. მხარეებმა ოფიციალური მოლაპარაკებებისას სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. სხდომას საუდის არაბეთის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ სამეფოს ენერგეტიკის მინისტრი პრინცი აბდულაზიზ ბინ სალმანი, ეროვნული გვარდიის მინისტრი პრინცი აბდულა ბინ ბანდარი და საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი. ყაზახეთის მხრიდან მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ თლეუბერდი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე თიმურ სულეიმენოვი, ვიცე-პრემიერი და ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახით სულთანოვი და ენერგეტიკის მინისტრი ბულათ აქშულაკოვი.  ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. პრეზიდენტმა თოყაევმა საუდის არაბეთს ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.  ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა „საუდის არაბეთმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ყაზახეთის დამოუკიდებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სფეროში გაძლიერდა. ყაზახეთ-საუდის ურთიერთობები ახლა მაღალ დონეზეა. თუმცა ჩვენი სურვილია, თანამშრომლობას ახალი იმპულსი მივცეთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს აკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მომავალშიც გაძლიერდება“, - განაცხადა თოყაევმა. მისივე თქმით, ყაზახეთი მზადაა საუდის არაბეთის ინვესტორებს შესთავაზოს განსაკუთრებული პირობები და პრივილეგიების ფართო სპექტრი ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში. თავის მხრივ, მოჰამედ ბინ სალმანმა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მიზანი დაადსტურა.  ამ ძალისხმევაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, მისი თქმით, ენიჭება ბიზნეს საბჭოს, რომელიც ყაზახეთიდან და საუდის არაბეთიდან  ბიზნესმენებს აერთიანებს. გლობალური სასურსათო კრიზისის კონტექსტში, მოჰამედ ბინ სალმანმა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციებისთვის საუდის არაბეთის კომპანიების ინტერესი გამოხატა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა თოყაევმა ტახტის მემკვიდრე პრინცი საპასუხო სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში მიიწვია. მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ სიამოვნებით იღებს მოწვევას და მზად არის, მიღწეული შეთანხმებების შედეგების განსახილველად ყაზახეთს ეწვიოს.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთსა და საფრანგეთში მიემგზავრება

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთსა და საფრანგეთს ეწვევა. იტყობინება საუდის არაბეთის სააგენტო (SPA). მისი ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა 18-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ვიზიტის ზუსტი თარიღი ინფორმაციაში არ არის მითითებული. პრინცი ბოლოს საფრანგეთში 2018 წლის აპრილში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

წითელ ზღვაში აშშ-სა და საუდის არაბეთის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყო

წითელ ზღვაში საუდის არაბეთისა და აშშ-ის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყო, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება.  საუდის არაბეთის მედიის ცნობით, საზღვაო-სამხედრო სწავლებები ქალაქ იანბუში დაიწყო, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს.  სამხედრო წვრთნების გახსნის ცერემონიას, საუდის არაბეთის დასავლეთი რეგიონის სარდალი აჰმედ ალ-დები, აშშ-ს საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური პოლ ჯოზეფ როკი, ასევე ორი ქვეყნის უფროსი ოფიცრები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ. წვრთნების მთავარი მიზანია, ორ მხარეს შორის ოპერატიული გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი სამხედრო გეგმების განხორციელების შემუშავება. 2021 წლის ოქტომბერში საუდის არაბეთისა და აშშ-ის საზღვაო ფლოტებმა 10-დღიანი ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს, რომლის მიზანიც „ნავიგაციის  თავისუფლების უზრუნველყოფა“ იყო.   

საუდის არაბეთი უზბეკეთში მსოფლიოში უდიდეს ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

უზბეკეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი ყარაყალპაკის რესპუბლიკაში 1,5 გვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმება უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის საუდის არაბეთში ვიზიტისას გაფორმდა.  მედიის ცნობით, ეს იქნება უმსხვილესი ქარის ელექტროსადგური არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. დაგეგმილია, რომ ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე შეძლებს ელექტროენერგიით უზრუნველყოს 1,65 მილიონი ოჯახი და მოახდონოს წელიწადში 2,4 მილიონი ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვის კომპენსაცია.  ამასთან, საუდის არაბეთი უზბეკეთის ენერგეტიკაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.  საერთო ჯამში, მხარეებმა 12 მილიარდი დოლარის ღირებულების სამ ძირითად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დღეისათვის უზბეკეთში საუდის არაბეთის პარტნიორებთან ერთად არაერთი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება.  

საუდის არაბეთი წითელი ზღვაში კვლევებს იწყებს

საუდის არაბეთის სპეციიალური კომისია იწყებს უზარმაზარ კვლევით პროექტს, რომლის მიზანიc წითელ ზღვაში წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენაა. მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტისა და იტალიის ნეაპოლის უნივერსიტეტის პარტნიორობით, ასევე ჩატარდება წყალქვეშა კვლევა გემებისა და სხვა ნივთების მოსაძებნად. „წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კვლევა მიზნად ისახავს 25-ზე მეტი წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გამოკვლევას და დოკუმენტირებას, რათა აღვადგინოთ მნიშვნელოვანი არტეფაქტები და შევაგროვოთ ნიმუშები ანალიზისთვის“, - განაცხადა კომისიამ. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ წითელი ზღვა და არაბეთის ყურის ნავსადგური, სამეფოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ბევრ საიდუმლოს ინახავს. საუდის არაბეთისა და იტალიელი მკვლევრების ჯგუფი უმლუჯის კვლევას ატარებს, სადაც ასობით წლის წინანდელი ჩაძირული ხომალდი ასობით ჩინურ ნივთსა და სხვადასხვა ლითონს შეიცავს. ახლა მეტი აღმოჩენაა მოსალოდნელი, რადგან სამუშაო 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.    

საუდის არაბეთი უკრაინას $400 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტსა და პრინცს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი. მან ხაზი გაუსვა „სამეფოს პოზიციას, მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, ასევე, სამეფოს მზადყოფნას, გააგრძელოს შუამავლის ძალისხმევა“. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა პრინცს სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და მადლობა და მადლობა გადაუხადა სამეფოს, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომლითაც 142 ქვეყანასთან ერთად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობები. სალმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეფოს ხმა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპებისადმი ერთგულებიდან, ასევე, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და კეთილმეზობლობის პრინციპების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი ერთგულების გამოხატულებაა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ იმუშავენებ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. უკრაინული მედია წერს, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა სექტემბერში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 10 სამხედროს, მათ შორის ამერიკელის გათავისუფლებაში.  

ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სალმან აბდულრაჰმან ალ შეიხთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მიულოცა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები, ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაჭრობის, ეკონომიკის და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის სფეროში ურთიერთქმედების გააქტიურების საკითხებს.  

ამერიკული მედია: საუდის არაბეთმა, აშშ-მ და რამდენიმე სხვა მეზობელმა სახელმწიფომ, სამხედრო ძალების მზადყოფნის დონე აამაღლეს

შეერთებული შტატები შეშფოთებულია ირანის მხრიდან საუდის არაბეთის წინააღმდეგ მუქარით და არ დააყოვნებს რეაგირებას საჭიროების შემთხვევაში. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. „ჩვენ ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე სამხედრო და სადაზვერვო არხებით საუდის არაბეთის მხარესთან, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა. „ჩვენ არ ვიყოყმანებთ, ვიმოქმედოთ რეგიონში ჩვენი ინტერესებისა და პარტნიორების დასაცავად“, - აღნიშნავს ამერიკული მხარე. ოფიციალურმა წარმომადგენელმა მას შემდეგ გააკეთა კომენტარი, რაც Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა გაუზიარა შეერთებული შტატების დაზვერვას გაფრთხილება ირანის მხრიდან სამეფოს ობიექტებზე გარდაუვალი თავდასხმის შესახებ. Wall Street Journal-ი წერს, რომ საუდის არაბეთი და აშშ ირანის გარდაუვალი თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ, მაღალ მზადყოფნაში არიან. უფრო კონკრეტულად, ამერიკული მედია წერს, რომ გაფრთხილების საპასუხოდ, საუდის არაბეთმა, შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სხვა მეზობელმა სახელმწიფომ, სამხედრო ძალების მზადყოფნის დონე აამაღლეს.

აშშ და საუდის არაბეთი შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავდეს - CNN

შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ერთმანეთს გაუზიარეს დაზვერვის ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით საუდის არაბეთში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გარდაუვალ თავდასხმას გეგმავდეს, ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა. კიდევ ერთმა წყარომ ამერიკულ მედიასთან აღნიშნა, რომ აშშ-ის F-22 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები საუდის არაბეთში უკვე მზად არიან ნებისმიერი საფრთხის დასაძლევად. 2022-11-01 ამერიკული მედია: საუდის არაბეთმა, აშშ-მ და რამდენიმე სხვა მეზობელმა სახელმწიფომ, სამხედრო ძალების მზადყოფნის დონე აამაღლეს   CNN-ს წყარო იმასაც ეუბნება, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო დაცვის დონე არ გაზრდილა, რადგან აშშ-ის სამხედროები სამიზნედ არ არიან მიჩნეულნი. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე გამოთქვა შეშფოთება არსებულ სურათთან მიმართებით და მიუთითა, რომ აშშ მუდმივ კონტაქტზეა საუდის არაბეთთან, სამხედრო, დიპლომატიური თუ სადაზვერვო არხებით. „ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი პარტნიორების დასაცავად რეგიონში“, - განაცხადა პრაისმა. CNN-ის წყაროები ასევე აცხადებენ, რომ აშშ-ის შეფასებით, ირანი შესაძლოა, ცდილობდეს ყურადღების გადატანას საუდის არაბეთზე, რომელსაც თეირანი საპროტესტო გამოსვლების გააქტიურებაში ადანაშაულებს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების მრჩეევლი, საუდის არაბეთში საიდუმლო მისიით იმყოფებოდა - მედია

არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი საიდუმლო მისიით იმყოფებოდა საუდის არაბეთში. არაბეთის გაერთიანებული საამიროები სექტემბერში ცდილობდა, დაერწმუნებინათ საუდის არაბეთი, რომ არ შეემცირებინა ნავთობის მოპოვება, ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. ეს პოზიცია მხარს უჭერს ჯო ბაიდენის შეხედულებას ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით. გაზეთის ცნობით, სექტემბერში, აბუ დაბიმ ამ მისიით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი გაგზავნა რიადში. მისივე ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეიხ ტაჰნუნი ფარულად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამად ბინ სალმანს. ემირატები შიშობდა აშშ-ის უარყოფით რეაქციასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობის მწარმოებლები შესაძლოა, რუსეთის მოკავშირეებად ჩაითვალონ. არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ ნავთობის გამომუშავების შემცირება, ეკონომიკურად აუცილებელი არ იყო, რითაც თეთრი სახლის შეხედულებას გამოეხმაურა. „არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი დიდი ხნის მოკავშირეები არიან.გასულ თვეში, არაბეთის გაერთიანებული საამიროები დაემორჩილა OPEC+-ის გადაწყვეტილებას, შეემცირებინა წარმოების კვოტები დღეში 2 მილიონი ბარელით, ამავდროულად, გაუგზავნა სიგნალი დასავლეთს, რომ მას შეეძლო ბაზარზე მეტი ნედლი ნავთობის მიწოდება საამიროდან“, - წერს WSJ. ქვეყნები, რომლებსაც წარმოების შემცირების გამო, არასასიამოვნო განწყობა ჰქონდათ, იყვნენ UAE, ერაყი და ბაჰრეინი, იტყობინება თავის მხრივ, Financial Times-ი. „ამასობაში, აშშ-საუდის არაბეთის ალიანსში მკვეთრი გაუარესებაა. OPEC+-ის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა ნავთობის ჯგუფი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა“, - წერს The Wall Street Journal-ი.

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში $769 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში სულ მცირე 769 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ბინ სალმან ალ საუდმა განაცხადა, იუწყება ტელეარხი Al-Sharq-ი. სამეფოში ენერგეტიკის სექტორში მიზნობრივი პროექტების ღირებულება, რომლებიც 2030 წლამდე განხორციელდება, სწორედ 769 მილიარდი დოლარს შეადგენს. ალ საუდის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება აპირებს, გაზარდოს ნავთობპროდუქტების ტევადობა ჯუბაილში, იანბუსა და რას ალ-ხაირში. ასევე იგეგმება რას ალ-ხაირში ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ახალი პორტის აშენება იგეგმება.    

საუდის არაბეთში, Saudi Aramco-მ ორი ახალი გაზის საბადო აღმოაჩინა

საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ ორი ახალი გაზის საბადო აღმოაჩინა. საუდის არაბეთის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, აღმოჩენილი გაზის ორი საბადო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს. ეკონომიკის მინისტრმა აბდულაზიზმა განაცხადა, რომ Saudi Aramco-ს ახალი აღმოჩენები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და მნიშვნელოვნად გაზრდის სამეფოს ბუნებრივი აირის მარაგს. მინისტრმა დააზუსტა, რომ ახალი საბადოები ღავარის ნავთობის საბადოს სამხრეთით, ქალაქ ალ-ხუფუფიდან 142 კილომეტრში და ქალაქ ზაჰრანიდან 230 კილომეტრშია განლაგებული.  

სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და საუდის არაბეთმა სტრატეგიული ურთიერთნდობა გააძლიერეს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ და საუდის არაბეთმა „გააძლიერეს სტრატეგიული ურთიერთნდობა“. სი ძინპინი რიადში ჩავიდა ჩინეთი-არაბული სახელმწიფოების პირველ სამიტზე დასასწრებად. სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტს მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მიწვევით განახორციელებს. „ვიზიტის დროს „აზრების სიღრმისეულ გაცვლა“ მოხდება. სი ძინპინი მეფე სალმანთან და მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს, რათა ერთობლივად დასახონ ჩინეთ-საუდის ურთიერთობების კურსი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთ-არაბული ქვეყნების პირველ სამიტსა და ჩინეთი-ყურის თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობას და ლიდერებთან მუშაობას, რათა ჩინეთის ურთიერთობები ქვეყნებთან ახალ სიმაღლეზე მიიყვანოს“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება.  ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი სამი თვის შემდეგ ხორციელდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვია ერ-რიადს ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ომით უკრაინასთან. სი ძინპინის ბოლო ვიზიტი საუდის არაბეთში 2016 წელს შეგდა.  

საუდის არაბეთი მზადაა, შავი ზღვის კაბელის პროექტში ჩაერთოს

საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარემ ხალიდ ბინ აბდულაზიზ ალ-ფალიჰმა, ბაქოში გამართულ აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-7 შეხვედრაზე განაცხადა. „საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ენერგეტიკული პროექტები და შევუერთდეთ აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ", - განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.  ცნობისთვის, დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ევროკომისიის პრეზიდენტი: ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ  

საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ალ იბრაჰიმი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი საქართველოში სალმან ალ ალშეიხი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

საუდის არაბეთი და საქართველო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მზადყოფნას გამოთქვამენ

საუდის არაბეთი და საქართველო მზად არიან, გააძლიერონ თანამშრომლობა. ამ შინაარსის ერთობლივ განცხადებას, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დასრულებას ასახავს, საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა რუადში ალ-იამამას სასახლეში უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ოფიციალურ შეხვედრზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების გზებს სხვადასხვა მიმართულებით. აზრთა გაცვლა მოხდა მიმდინარე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების განვითარების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რიადის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, უმასპინძლოს 2030 წლის მსოფლიო ექსპოს და გამოთქვა რწმენა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს შესწევს ძალა ჩაატაროს გამორჩეული საერთაშორისო გამოფენა ინოვაციების საუკეთესო დონის დემონსტრირებით და აღნიშნული გლობალური ღონისძიების ისტორიას განსაკუთრებული გამოცდილება შესძინოს. საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი დიდად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან 2030 წლის საერთაშორისო ექსპოს მასპინძლის კანდიდატურის რიადის მხარდაჭერას. ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რისთვისაც მოხდება სავაჭრო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საერთო და ერთობლივი ინვესტიციების გაზრდა, საუდის არაბეთის სამეფოს 2030 წლამდე გაწერილი ხედვის შესაბამისად ინტეგრაციისა და კაპიტალდაბანდებების შესაძლებლობათა გამოყენება და საქართველოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბისა და ტემპის ზრდაში. მათ ხაზგასმით აღნიშნეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორში ინვესტიციებისთვის შესაბამისი პირობების, საერთო ვიზიტების გააქტიურების, პერიოდული საინვესტიციო და ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა და ორივე ქვეყნის მეწარმეებს მოუწოდეს არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებისკენ და ხელშესახებ პარტნიორობაში გარდაქმნისკენ. მხარეები შეთანხმდნენ საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს ერთობლივი ბიზნეს საბჭოს ჩამოყალიბებაზე. ენერგეტიკის სფეროში ორივე მხარე ხაზგასმით აღნიშნავდა ნავთობის გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის მნიშვნელობას. ქართული მხარე მიესალმება ნავთობის გლობალურ ბაზრებზე და მიწოდების სანდოობის სფეროში ბალანსისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში საუდის არაბეთის სამეფოს მიერ შესრულებულ როლს. ამასთანავე, მხარეები გამოხატავენ სურვილს თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ელექტროსისტემების ურთიერთჩართვა, ჰიდრო-ნახშირბადის რესურსების ინოვაციური გამოყენება და ენერგო-ეფექტურობა, ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების შესაბამისად. კლიმატის ცვლილების სფეროში, ქართული მხარე მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს მიერ „საუდის მწვანე ინიციატივას“ და „ახლო აღმოსავლეთის მწვანე ინიციატივას“ და მხარდაჭერას გამოხატავენ კლიმატის ცვლილების სფეროში საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს ნახშირბადის ცირკულარული ეკონომიკის და ამგვარი მიდგომის დამკვიდრებას. ხსენებული პროგრამის განხორციელება საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო და დამტკიცდა დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე ხაზგასმით ადასტურებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმების პრინციპების მნიშვნელობას, ისევე როგორც ისეთი კლიმატის შეთანხმების შემუშავებისა და განხორციელების საჭიროებას, რომელიც აქცენტს გააკეთებს ემისიაზე და არა წყაროებზე. ორივე მხარე ადასტურებს სამრეწველო და სამთო-მომპოვებელ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ძალისხმევის მნიშვნელობას; ასევე, ამ სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობების იმგვარ გამოვლენაზე, რაც საერთო ინტერესებს დააკმაყოფილებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობის მქონე აგრარული პროდუქციის წარმოების სფეროში თანამშრომლობის დონის გაზრდა და განაცხადეს, რომ მიესალმებიან ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებას სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეთევზეობის, მეტყევეობის და ნაკრძალების სფეროში. ორივე მხარე გამოხატავს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შეთანხმებულ სფეროებში ორმხრივი ჩარჩოს სამომავლო შემუშავების სურვილს. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ ორივე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე, ისევე როგორც მდგრადი ტურიზმის სფეროში საქმიანობის ხელშეწყობის თაობაზე, რაც სარგებელს მოუტანს ტურიზმის სექტორს და მის განვითარებას. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მხარეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კავშირგაბმულობა, ციფრული ეკონომიკა, ინოვაციები და კიბერ-სივრცე, რათა ორივე ქვეყანაში უკეთესი მომავალი იქნეს უზრუნველყოფილი შემდეგი თაობებისთვის. ორივე მხარე გამოხატავს თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს ჯანდაცვის სფეროში და ადასტურებს გლობალური ინიციატივების ხელშეწყობის მზაობას მიმდინარე და სამომავლო პანდემიების დასაძლევად, ასევე ჯანდაცვის სფეროში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად. მხარეები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაძლიერების მნიშვნელობას სატრანსპორტო სფეროს სხვადასხვა მიმართულებით და ავიაციის გააქტიურებით, რაც შექმნის ფრენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობას საერთო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. განათლების სფეროში, მხარეები ადასტურებენ თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების მიმართულებით, ასევე პირდაპირი კომუნიკაციის წახალისებით ორი ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის. ამასთანავე, მხარეები აცხადებენ თანხმობას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნის საკითხებზე სამუშაოდ. უსაფრთხოების სფეროში, მხარეები ადასტურებენ სურვილს საერთო ინტერესების მიმართულებით თანამშრომლობისა და კოორდინაციის დონის გაზრდის მიმართულებით, რაც მოიაზრებს დანაშაულის ნებისმიერი ფორმის აღკვეთას, გამოცდილების გაზიარებას, კადრების გადამზადებას, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას, რათა ორ მეგობრულ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხოება და სტაბილურობა. საერთაშორისო მიმართულებით, მხარეები კვლავ ადასტურებენ განზრახვას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ძალისხმევის მიმართ. უკრაინა-რუსეთის კრიზისის საკითხზე, მხარეები ხაზს უსვამენ დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას და ვითარების ესკალაციის ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით შემცირების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენას, ხოლო ხსენებული კრიზისის უარყოფით შედეგებს შეამცირებს. ქართული მხარე მადლიერებით აღნიშნავდა მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ძალისხმევას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც ამ მიმართულებით სხვადასხვა ეროვნების მქონე ომის პატიმრის გათავისუფლებას და ამ მიმართულებით გაწეულ მუდმივ ძალისხმევას. ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა საუდის არაბეთის სამეფოს მიერ უკრაინისადმი ახლახან დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რაც უკრაინელი ხალხის მდგომარეობას შეამსუბუქებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ფორუმებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, ურთიერთმხარდაჭერას და კოორდინაციას გააგრძელებენ. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული და საერთაშორისო საკითხებზე და საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ თემებზე. მათ დაადასტურეს თანამშრომლობისა და კოორდინაციის სურვილი ამ მიმართულებით და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით. იემენის საკითხთან დაკავშირებით, მხარეები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევის მიმართ, რაც იემენის კრიზისის სრულყოფილ პოლიტიკურ მოგვარებას ისახავს მიზნად. ქართულმა მხარემ მოიწონა საუდის არაბეთის სამეფოს ინიციატივა იემენში ომის დასრულების შესახებ და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობისკენ მიმართული ძალისხმევისა და ინიციატივების შესახებ. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს იემენის რესპუბლიკის საპრეზიდენტო მმართველობის საბჭოს ხელშეწყობის მნიშვნელობა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ისეთი ამოცანების შესრულება, რაც იემენის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს სპარსეთის ყურის ინიციატივის და მისი განხორციელების მექანიზმების შესაბამისად, იემენის ეროვნული დიალოგისა და უშიშროების საბჭოს 2015 წლის N2216 რეზოლუციის თანახმად. ქართული მხარე აფასებს საუდის არაბეთის სამეფოს ჰუმანიტარულ დახმარებას, შემწეობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს, რომლებიც იემენის ხალხისთვის იქნა უზრუნველყოფილი მეფე სალმანის სახელობის ჰუმანიტარული დახმარებისა და შემწეობის ცენტრის საშუალებით, ისევე როგორც საუდის არაბეთის განვითარებისა და იემენის რეკონსტრუქციის პროგრამის საშუალებით ხორციელდება. ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლიერება და პატივისცემა გამოხატა მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდის მიმართ პირადად მისი და თანმხლები დელეგაციის გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. მისმა სამეფო უმაღლესობამ შემდგომი წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა საქართველოს, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დასრულდა. რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური რიადის გუბერნატორის მოადგილემ პრინცმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდმა და საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა ფაიზალ ალ იბრაჰიმმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესთან, პრემიერ-მინისტრთან, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან.  

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება, საიდანაც 100 მილიონი ჰუმანიტარულ მიზნებზე დაიხარჯება. ამის შესახებ კიევში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას გახდა ცნობილი. ამასთან, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

საუდის არაბეთმა უკრაინას 168 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

საუდის არაბეთის მთავრობამ უკრაინას 168 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. „ორი თვითმფრინავი, რომლებიც 168 ტონა ტვირთით იყო დატვირთული, პოლონეთის ჟეზოვის აეროპორტში, უკრაინის საზღვრის მახლობლად დაეშვა“, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ SPA იუწყება. დახმარება თავშესაფრის მასალებს, ელექტრო გენერატორებს და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს. საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი კიევს 28 თებერვალს ეწვია, რომლის დროსაც უკრაინისთვის დამატებით 400 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. საუდის არაბეთმა უფრო ადრე 10 მილიონი დოლარის ღირებულების სასწრაფო სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინიდან ლტოლვილებს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, პოლონეთის მთავრობასთან და გაეროს სააგენტოებთან კოორდინაციით.  

საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი უზბეკეთში მზის ელექტროსადგურების აშენებას გეგმავს

საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი უზბეკეთში მზის ორი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. მათი საერთო სიმძლავრე 1,4 გიგავატით იქნება. ამის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. მხარეებმა 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე საინვესტიციო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს. ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, უზბეკეთი ელექტროენერგიას ობიექტებიდან შეისყიდის. შეთანხმების მიხედვით, ACWA 400 მეგავატიან სადგურს და იგივე სიმძლავრის პლატფორმას ტაშკენტის პროვინციაში ააშენებს. კერძოდ, საუბარია 1 გიგავატიან სადგურსა და 400 მეგავატიან საცავის სისტემაზე სამარყანდის რეგიონში, ასევე, 400 მეგავატიან საცავზე ბუხარის პროვინციაში. უზბეკეთს ბუნებრივი წარმოების შემცირების გამო, ბუნებრივი აირის დეფიციტი ემუქრება. ბოლო წლებში ქვეყანამ განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტზე არაერთ გარიგებას მოაწერა ხელი და ინვესტორები მოიზიდა. ცნობისათვის, ACWA Power-ი ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. კომპანიაში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 75 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების აქტივების პორტფელი აქვს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 13 ქვეყანაში.  

7 წლის განმავლობაში პირველად, საუდის არაბეთისა და ირანის უმაღლესი დიპლომატები ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ

საუდის არაბეთისა და ირანის უმაღლესი დიპლომატები პეკინში შეხვდნენ, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. სააგენტო Anadolu წერს, რომ შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც გასულ თვეში რიადმა და თეირანმა მოულოდნელად განაცხადეს ჩინეთის შუამავლობით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყნის საელჩოები უახლოეს მომავალში განაახლებენ საქმიანობას.  ირანმა და საუდის არაბეთმა ურთიერთობა გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც 2016 წლის იანვარში, თეირანში საუდის არაბეთის საელჩოში ხალხი შეიჭრა საუდის არაბეთის შიიტი სასულიერო პირის შეიხ ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯის შემდეგ. „2021 წლის აპრილიდან, ორივე მხარე ჩართული იყო მარათონულ მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩინეთის ჩარევამ გარღვევა გამოიწვია“, - წერს Anadolu.  

ირანი საუდის არაბეთში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ხსნის - მედია

ირანის საელჩომ რიადში, ისევე როგორც ირანის გენერალურმა საკონსულომ და ირანის წარმომადგენლობამ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, განაახლეს მუშაობა. „ირანის ისლამური რესპუბლიკის სამმა წარმომადგენლობამ - საელჩომ რიადში, გენერალურმა საკონსულომ და ირანის წარმომადგენლობამ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ჯედაში - ჩვეულ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა“, - ციტირებს რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის სიტყვებს. მისივე თქმით, ეს ამ წარმომადგენლობითი ოფისების მუშაობის განახლების მხოლოდ პირველი ეტაპია.  

ზელენსკიმ პრინც მუჰამედ ბინ სალმანს „პრინციპული პოზიციისთვის“ მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და გლობალური საკითხები. მისივე თქმით, ზელენსკიმ საუდის არაბეთის პრინცს აცნობა უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებისა და რუსი აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. მან ასევე ისაუბრა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივის მთავარ ელემენტებზე - მშვიდობის ფორმულაზე, რომელიც მიზნად ისახავს ომის შეჩერებას და მშვიდობის აღდგენას. ზელენსკის თქმით, მან მადლობა გადაუხადა პრინცს არაბული ლიგის სამიტზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვევისთვის. „შეხვედრისას მე ხაზი გავუსვი საუდის არაბეთის წარმატებულ მონაწილეობას რუსული ტყვეობიდან 10 ადამიანის გათავისუფლებაში. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევა ტყვეების გასათავისუფლებლად. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მისი პრინციპული პოზიციისთვის, მადლობელი ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან, ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა გასულ წელს საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. როგორც საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან შეხვედრის შემდეგ, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოში ინვესტირება. მათი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო, საუდის არაბეთის სამეფოსთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანაა. "მხარეები მიმდინარე წელს თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესფორუმის ჩატარების თობაზე შეთანხმდნენ. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლებისგან შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა - დავითაშვილი

თანამშრომლობის ძალიან კომპლექსური დღის წესრიგი დგება საუდის არაბეთთან. საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში წამყვანი ეკონომიკაა, ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა 40 მილიონიანი მოსახლეობით, შესაბამისად, ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა „საუდის არაბეთი ცალკე, დამოუკიდებლად სავაჭრო ურთიერთობებს, სავაჭრო შეთანხმებას არ განიხილავს, მაგრამ განხილული იქნება ეს აუცილებლად სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების კუთხით და ამაზე საუბარი საუდის არაბეთის ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე დავიწყეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ბოლო დღეების და ბოლოდროინდელი პროგრესი არის შთამბეჭდავი, საუდის არაბეთის მთავრობისთვის და შესაბამისად ჩვენ სხვადასხვა დარგობრივი კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. ~დაიგეგმა, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები და კომისიები, რომლებიც იდენტიფიცირებას მოახდენენ საინვესტიციო პროექტების, ეს იქნება როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ისე ეს იქნება უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. აქ ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთის სხვადასხვა სამინისტროსთან, ეს იქნება ეკონომიკის დაგეგმარების სამინისტრო, ინვესტიციების სამინისტრო, ტურიზმის სამინისტრო, თუ ტრანსპორტის სამინისტრო და ამ მიმართულებებით ჩვენ ნამდვილად ველოდებით ძალიან დიდ პროგრესს საუდის არაბეთთან თანამშრომლობის კუთხით,"- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.  

კანადა და საუდის არაბეთი 2018 წლის დავის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

კანადა და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, აღადგინონ სრული დიპლომატიური კავშირები და დანიშნონ ახალი ელჩები. ამის შესახებ ორი ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც, მუჰამედ ბინ სალმანსა და ქვეყნის პრემიერ, ჯასტინ ტრუდოს შორის მოლაპარაკებებს მოჰყვა. 2018 წლის დაპირისპირება თარიღდება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობამდე, რაც კანადამ და დასავლეთის ყველა ქვეყანამ დაგმეს. ქვეყებს შორის დავა დაიწყო მას შემდეგ, რაც კანადის საელჩომ რიადში გამოაქვეყნა „ტვიტი“ არაბულ ენაზე, რომლითაც ქალთა უფლებების დამცველების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.  

WSJ: ერ-რიადსა და მოსკოვს შორის ნავთობის გამო დაპირისპირებაა

საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაა ნავთობის მოპოვების შემცირების გამო მოსკოვი ახორციელებს იაფი ნავთობის ექსპორტს, რაც რიადის ძალისხმევას ზიანს აყენებს  საუდის არაბეთის შეფასებით, მოსკოვი არ ასრულებს OPEC+-ის ჩარჩოებში ნაკისრ ვალდებულებებს ნავთობის მოპოვების მოცულობების შემცირების შესახებ. ერ-რიადი უკმაყოფილოა რუსეთის მოქმედებებით ნავთობის მოპოვების სფეროში. შესაბამის სტატიას გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, საუდის არაბეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა რუს კოლეგებს შეთანხმებული შემცირებების დაცვის თხოვნით მიმართეს. ერ-რიადის შეფასებით, რუსეთი კვლავაც აგრძელებს მსოფლიო ბაზარზე იმაზე მეტი ნედლი ნავთობის გატანას, ვიდრე ეს შეთანხმებული იყო და ეს ნავთობზე ფასების სტაგნაციას იწვევს იმ ფონზე, როდესაც საუდის არაბეთს მათი გაზრდა სურს. 4 ივნისს OPEC+ ქვეყნების მოახლოებული შეხვედრის წინ, დაძაბულობა იზრდება. ეს არაფორმალური ორგანიზაცია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა საერთაშორისო ორგანიზაციაში (OPEC) შემავალ ქვეყნებს აერთიანებს. აქ წამყვან როლს თამაშობენ საუდის არაბეთი და რიგი სახელმწიფოები, რომლებიც OPEC-ის წევრები არ არიან, მათ შორის არის რუსეთიც. Brent-ის ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ახლა 10%-ით დაბალია, ვიდრე ეს აპრილის დასაწყისში იყო. მაშინ OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების პირობა დადეს. საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ საუდის არაბეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუმცირებია აპრილში ნავთობის მოპოვება შეპირებულ 500 ათას ბარელამდე დღე-ღამეში. ადრე OPEC+-ის ჩარჩოებში არაერთ მოლაპარაკებას, ნავთობზე შედარებით მაღალი ფასების შენარჩუნება მოჰყვა. Wall Street Journal-ის თანახმად, საუდის არაბეთმა ბიუჯეტში ნავთობის ფასად ბარელზე 81 დოლარი დააწესა, თუმცა ახლა ის რამდენიმე დოლარით დაბალია. ნავთობის მოპოვების შემცირებას შესაძლოა, ფასების ზრდისთვის შეეწყო ხელი. რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ რუსეთი „ნავთობის მოპოვების შემცირების“ ყველა „ნებაყოფლობით დონეს“ იცავდა. ინფორმაციისთვის, დასავლეთის ქვეყნებმა გასულ წელს შეზღუდვები დააწესეს რუსულ ნავთობზე და ე.წ. ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ.

აშშ და საუდის არაბეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ - ბლინკენის ვიზიტი

აშშ და საუდის არაბეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და განსაკუთრებით, სუფთა ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთობების გაფართოებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის კომენტარში, რომელიც მდივან ენტონი ბლინკენისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის შეხვედრას ეძღვნება. ლიდერები განიხილავენ სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში, უსაფრთხოებას იემენში, ადამიანის უფლებებსა და ორმხრივ თანამშრომლობას. ბლინკენი ოთხშაბათს, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან მინისტერიალს დაესწრება და განიხილავს უსაფრთხოების, სტაბილურობის, დეესკალაციის, რეგიონული ინტეგრაციისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის საკითხებს. „მდივანმა გამოხატა მადლიერება საუდის არაბეთის ლიდერობის მიმართ მინისტერიალის მასპინძლობისას და ხაზი გაუსვა ჩვენს ერთობლივ მცდელობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა სპიკერმა მეთიუ მილერმა განცხადებაში. „მხარეებმა დაადასტურეს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ მიმართული ერთობლივი ვალდებულება ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მეშვეობით იემენში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, - აღნიშნა მილერმა.  

საუდის არაბეთმა და ჩინეთმა მილიარდობით დოლარის საინვესტიციო გარიგება გააფორმეს

საუდის არაბეთმა ჩინეთსა და არაბულ სამყაროს შორის მილიარდობით დოლარის საინვესტიციო გარიგების შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. შეხვედრა ხდება პეკინსა და გამოცემა წერს, რომ რიადში კოფერენცია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის მზარდი კომერციული და დიპლომატიური კავშირების ფონზე იმართება, მათ შორის აღსანიშნავია ჩინეთის შუამავლობით, ირანისა და საუდის არაბეთის დაახლოება, რამაც რეგიონული ურთიერთობები შეცვალა. „ორი დღის განმავლობაში, სამიტი აერთიანებს 3500-ზე მეტ სამთავრობო და ბიზნეს ოფიციალურ პირს ჩინეთიდან და არაბული ქვეყნებიდან“, - ნათქვამია ინვესიტიციების საკითხებში საუდის არაბეთის სამინისტროს განცხადებაში. ღონისძიების ფარგლებშ უკვე გაფორმდა 10-მილიარდიანი ხელშეკრულება.  ეს მოიცავს 5,6-მილიარდი დოლარის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმს საუდის არაბეთის საინვესტიციო სამინისტროსა და ჩინურ ელექტრო და თვითმართვადი მანქანების მწარმოებელს, Human Horizons-ს შორის. მასში დეტალურად არის აღწერილი შეთანხმებები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ტექნოლოგია, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, უძრავი ქონება, ბუნებრივი რესურსები და ტურიზმი. კონფერენციის დაწყებისას საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰანმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და არაბულ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაზრდის პოტენციალს. „შეხვედრა არის შესაძლებლობა, ავაშენოთ საერთო მომავალი ახალი ჩვენი ხალხებისთვის”, - განაცხადა მინისტრმა. საუდის არაბეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ AMR ALuwlaa Company-სა და Zhonghuan International Group-ს (ჰონკონგი) შორის 533 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება დაიდო, რომელიც საუდის არაბეთში რკინის ქარხნის შექმნას გულისხმობს. „საუდის არაბეთის ASK ჯგუფმა და ჩინეთის ეროვნულმა გეოლოგიურმა და სამთო კორპორაციამ ასევე გააფორმეს 500 მილიონი დოლარის თანამშრომლობის შეთანხმება სამეფოში სპილენძის მოპოვებაზე, ნათქვამია განცხადებაში.  

ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო

იაპონიის-პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო. მისი სამდღიანი ტურნე რეგიონის ქვეყნებსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.  იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიშიდამ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, რათა გაეძლიერებინა კავშირები სამეფოსთან ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბიზნეს შესაძლებლობები იაპონური საწარმოებისთვის.  „ჩვენ იაპონიისთვის ნავთობის მიწოდების გარანტიას ვიძლევით და ვინარჩუნებთ ჩვენს, როგორც ყველაზე საიმედო პარტნიორის პოზიციებს“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა. საუდის არაბეთი იაპონიისთვის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია, რომელიცმისი მთლიანი მოთხოვნილების 40 პროცენტს აკმაყოფილებს. ამასთან, იაპონია სამეფოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს იაპონიის ლიდერის პირველი  სახელმწიფო ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის იანვრის შემდეგ. კიშიდა კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავა და სამეფოდან ორშაბათს აბუ დაბიში ვიზიტით გაემგზავრება, რის შემდეგაც კატარში გადაინაცვლებს.  

საუდის არაბეთის პრინცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ სალმანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ, ფუმიო კიშიდას უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საშუალებები და საუდის არაბეთ-იაპონიის 2030 წლის კონცეფციის გაძლიერების გზები.  საუდის არაბეთის პრესის სააგენტოს თანახმად, შეხვდრა ქალაქ ჯედაში გაიმართა, სადაც ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. „საუდის არაბეთ-იაპონიის ხედვა 2030-ს“ პრინცმა და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ 2016 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. იაპონიის-პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო. მისი სამდღიანი ტურნე რეგიონის ქვეყნებსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.  იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიშიდამ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, რათა გაეძლიერებინა კავშირები სამეფოსთან ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბიზნეს შესაძლებლობები იაპონური საწარმოებისთვის.  „ჩვენ იაპონიისთვის ნავთობის მიწოდების გარანტიას ვიძლევით და ვინარჩუნებთ ჩვენს, როგორც ყველაზე საიმედო პარტნიორის პოზიციებს“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა. საუდის არაბეთი იაპონიისთვის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია, რომელიცმისი მთლიანი მოთხოვნილების 40 პროცენტს აკმაყოფილებს. ამასთან, იაპონია სამეფოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს იაპონიის ლიდერის პირველი  სახელმწიფო ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის იანვრის შემდეგ. კიშიდა კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავა და სამეფოდან ორშაბათს აბუ დაბიში ვიზიტით გაემგზავრება, რის შემდეგაც კატარში გადაინაცვლებს.

თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში შეთანხმებები გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში შეთანხმებები გააფორმეს. დოკუმენტები საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის ხელმძღვანელობით გამართული გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გაფორმდა. თურქეთის ლიდერი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში, საუდის არაბეთში ორშაბათს ჩავიდა.  

საუდის არაბეთი თურქეთისგან დრონებს შეიძენს

საუდის არაბეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ ერ-რიადი თურქულ დრონებს შეისყიდის. თურქულ თავდაცვის ფირმა Baykar-სა და საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შესაბამის ხელმოწერის ცერემონიას ერდოღანი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი დაესწრნენ. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იტყობინება. „საუდის არაბეთი „სამეფოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაზრდის და მისი თავდაცვისა და წარმოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, უპილოტო თვითმფრინავებს შეიძენს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა. SPA-მ გარიგების ღირებულების შესახებ დეტალები უცნობია. თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში შეთანხმებები გააფორმეს  

საწვრთნელი მისიის დროს, საუდის არაბეთის გამანადგურებელი ჩამოვარდა

საუდის არაბეთის გამანადგურებელი საწვრთნელი მისიის დროს ჩამოვარდა. F-15SA ქალაქ ხამის მუშაიტში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა - იტყობინება საუდის პრესის სააგენტო (SPA).  

WSJ: საუდის არაბეთი უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთის გარეშე უმასპინძლებს

საუდის არაბეთი მომავალ თვეში უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება. „საუდის არაბეთი მომავალი თვის დასაწყისში სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს დასავლეთის ქვეყნების, უკრაინისა და მთავარი განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობით შორის, შორის ინდოეთისა და ბრაზილიის ჩართულობით“, - წერს ამერიკული გამოცემა. შეხვედრას ქალაქი ჯედა 5 და 6 აგვისტოს უმასპონძლებს და საუდის არაბეთში სტუმარი სულ 30-მდე ქვეყნიდან ჩავა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნები დაესწრებიან სამიტს. WSJ-ის ცნობით, საუდის არაბეთმა და უკრაინამ შეარჩიეს სტუმრები, მათ შორის ეგვიპტიდან, მექსიკიდან, ინდონეზიიდან, ჩილედან და ზამბიიდან. ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა, პოლონეთი და ასევე, ევროკავშირი უკვე დაადასტურეს დასწრება. სამიტი ტარდება მას შემდეგ, რაც რუსეთი და დასავლეთი განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერისთვის იბრძვიან. ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ძირითადად ნეიტრალური რჩებოდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში. უკრაინა ასევე ცდილობს, მოიპოვოს განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა ლიგის სამიტს საუდის არაბეთში, მაისში დაესწრო და მოუწოდა არაბ ლიდერებს, რომელთაგან ბევრი ნეიტრალურად რჩება ან ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას მოსკოვთან, მხარი დაუჭირონ მის სამშვიდობო გეგმას რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად უკრაინული მხარე იყენებს სამფაზიან სტრუქტურას. პირველი ეტაპი არის შეხვედრები უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებთან, რომლებიც ეძღვნება ფორმულის თითოეული პუნქტის დეტალურ განხილვას. მეორე ეტაპის ფარგლებში უკრაინა ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, რომლებშიც მონაწილეობენ სახელმწიფოთა ლიდერების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რათა მოიძიონ ოპტიმალური ფორმულირებები და მექანიზმები უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის. „ჩვენ პირველი ასეთი შეხვედრა ჩვენს დანიელ კოლეგებთან ერთად მოვაწყვეთ. ის კოპენჰაგენში ივნისში შედგა. მომდევნო შეხვედრა მალე გაიმართება და მას საუდის არაბეთის ქალაქი უმასპინძლებს. მადლობას ვუხდით ორივე სამეფოს ლიდერობისთვის და უკრაინის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა ერმაკმა. მისივე თანახმად, მშვიდობის ფორმულაზე შეთანხმების მიღწევის მესამე ეტაპი იქნება გლობალური სამიტი სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე, რომელიც შესაძლოა, წლის ბოლომდე ჩატარდეს. 2023 წლის დასაწყისში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი კიევს თებერვალში ეწვია და 400 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გამოაცხადა. პატიმრების გაცვლის შესახებ საუდის არაბეთმა რუსეთთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.  

ზელენსკი: რუსული აგრესიის სამართლიანად დასრულება სარგებელს მთელ მსოფლიოს მოუტანს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთში, სახელმწიფო მეთაურების მრჩეველთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსული აგრესიის სამართლიანი და პატიოსანი დასრულება მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, წარმოდგენილი იქნება მრავალი ქვეყანა, სხვადასხვა კონტინენტი, მათ შორის გლობალური სამხრეთის ქვეყნები. „ამავე ფორმატის შეხვედრა ცოტა ხნის წინ კოპენჰაგენში გაიმართა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ გლობალური მშვიდობის სამიტისკენ.ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს: რუსული აგრესიის სამართლიანი დასასრული სარგებელს მოუტანს მსოფლიოში ყველას. ყველას! უკრაინის მიწის გათავისუფლება ოკუპანტებისგან, ნიშნავს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრულ პატივისცემას. რუსეთის მიერ უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის შექმნილი ყველა საფრთხის აღმოფხვრა, საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობის დაბრუნებას და გლობალურ დონეზე სტაბილურობას  ნიშნავს მადლობელი ვარ ყველას, ვინც მხარს უჭერს მშვიდობის ფორმულას და მისი სრული განხორციელებისთვის ერთობლივ ძალისხმევას უკვე შეუერთდა,“განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 4 აგვისტოს, ვიდეომიმართვისას. საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ სამიტზე, ჩინეთი ევრაზიის საკითხებში სპეცწარმომადგენელს გზავნის საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტშ, რომელიც 5-6 აგვისტოს იმართება, მონაწილეობას ჩინეთიც მიიღებს. პეკინი სამიტზე საგანგებო დესპანს ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუის გზავნის. Reuters-ის თანახმად, უკრაინელი და დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ჯედაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების და 40-მდე ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრაზე შეთანხმდებიან სამომავლო სამშვიდობო მოგვარების ძირითად პრინციპებზე, რათა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი დასრულდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

მაიკლ კარპენტერი: „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანა სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განზრახვებს

საუდის არაბეთი უკრაინის შესახებ სამიტს მასპინძლობს. შეხვედრა ქალაქ ჯიდაში იმართება, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და 40-მდე ქვეყნის ლიდერების პოლიტიკური მრჩევლები ესწრებიან. მათ შორის, ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, მექსიკის, ჩილესა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებიც არიან. სამიტზე მიწვეული არ არის რუსეთი. მოლაპარაკებები საუდის არაბეთში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. განიხილავენ უკრაინის 10-პუნქტიან სამშვიდობო ფორმულას. კარპენტერის თქმით, მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს სხვა თვალით უყურებენ. „ვფიქრობ, რაც დრო გადის, ქვეყნების მზარდი რაოდენობისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს არის იმპერიული დაპყრობითი ომი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დისკუსიაში რეგიონის გარეთ მყოფი სხვადასხვა ქვეყნის ჩართვა. და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც საუდის არაბეთის წარმომადგენლები აკეთებენ ამ შეხვედრის მასპინძლობით,“ - აღნიშნა კარპენტერმა. კარპენტერის შეფასებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტი ქვეყანა იქნება „სკეპტიკურად განწყობილი რუსული დეზინფორმაციის მიმართ“. მაგალითად, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა მოიყვანა რუსეთ-აფრიკის ბოლო სამიტი, სადაც არცთუ ისე ბევრი აფრიკელი ლიდერი ჩავიდა, მაგრამ ისინი, ვინც ესწრებოდნენ, პირდაპირ აკრიტიკებდნენ რუსეთის ქმედებებს“. „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის ცალმხრივი გასვლის შემდეგ, „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანა სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განზრახვებს“. ისინი ხედავენ, რომ რუსეთი იქ ძალიან ცინიკურ თამაშს თამაშობს, სურსათზე ფასების ზრდის შედეგად რეკორდულ მოგებას იღებს. ვგულისხმობ იმას, რომ ხორბლის ფასი 17%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისინი (რუსები - რედ.) გამოვიდნენ შეთანხმებიდან,“ განაცხადა მაიკლ კარპენტერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ სამიტზე, ჩინეთი ევრაზიის საკითხებში სპეცწარმომადგენელს გზავნის  

ჩინეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ სამხედრო საზღვაო წვრთნებს ოქტომბერში ჩაატარებენ. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.  სამხედრო წვრთნები „Blue Sword 2023,” სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდონის ქალაქ ჟანჯიანგი გაიმართება. საუდის არაბეთის ოფიციალური პრესის სააგენტოს ცნობით, ქვეყნებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები 2019 წელსაც ჩაატარეს.   

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად მუშაობს

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. სალმანმა აბასს განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან მუშაობს კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. „აბასი და ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, პოლიტიკური მეტოქეები არიან. აბასი ხელმძღვანელობს პარტია „ფათაჰს“, რომელიც დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს. ის ასევე არის პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) ხელმძღვანელი. საუდის არაბეთის მხარდაჭერა პალესტინელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე ხდება. მოლაპარაკებები ისრაელს, საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობდა. მისი მიზანი რიადსა და თელ-ავივს შორის ურთიერთობების ნორმალიზება იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონფლიქტის ესკალაციამ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს მძიმე დარტყმა მიაყენა. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუდის არაბეთმა პასუხისმგებლობას ესკალაციაზე ისრაელს დააკისრა,“ - წერს BBC. შეგახსენებთ, კონფლიქტის ფონზე, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. პალესტინის ელჩმა რუსეთში აბდელ ჰაფიზ ნოფალმა გამოცემა РБК-ს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ელოდებიან, რომ კრემლი ოფიციალურად გამოაცხადებს მოსკოვში აბასის ვიზიტის თარიღს. ნოფალის თქმით, რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტ პუტინის შეთავაზება იყო, რომ აბასს და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოლაპარაკება მოსკოვში გაემართათ და პალესტინური მხარე ამას დათანხმდა, თუმცა შედეგი არ დამდგარა. ელჩის თანახმად, ამ ეტაპზე მოსკოვში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არსებობს, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. პალესტინის ელჩი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარია მკვლელობის და ნგრევის შეჩერება. ნოფალის თქმით, ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ჰყავს მძევლად „ჰამასს.“ შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ირანის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის პრინცმა კავშირების აღდგენის შემდეგ პირველად ისაუბრეს

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი განიხილეს. ეს არის ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც ჩინეთის შუამავლობით, თეირანსა და რიადს შორის ურთიერთობები განახლდა. იუწყება Reuters-ი. „საუდის არაბეთის პრინცმა დაადასტურა, რომ სამეფო ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან კომუნიკაციისთვის, რათა შეაჩეროს მიმდინარე ესკალაცია," - წერს საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA. თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რაისიმ და საუდის არაბეთის პრინცმა განიხილეს „პალესტინის წინააღმდეგ ომის დანაშაულების დასრულების აუცილებლობა." მანამდე, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა - AFP

ისრაელისა და „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საუდის არაბეთის სამეფომ ისრაელთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა. „საუდის არაბეთმა გადაწყვიტა, შეაჩეროს ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების განხილვა და ამის თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებს აცნობა,“ - განუცხადა წყარომ AFP-ს იმ დღეს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ერ-რიადში თავის კოლეგას, ფეისალ ბინ ფარხანს შეხვდა. რიადში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრისას, ბლინკენმა ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების სიმძიმეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ჰამასი“ პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს. მან ასევე ისაუბრა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, უსაფრთხო ტერიტორიების შექმნისა და ღაზასთვის დახმარების მიწოდების აუცილებლობის შესახებ. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ისაუბრა. ფაისალ ბინ ფარჰანმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად უნდა გადაეცეს. მან ხაზი გაუსვა ძალადობის შესაჩერებლად კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას. 10 ოქტომგერს საუდის არაბეთი აცხადებდა, რომ კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად მუშაობდა. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. სალმანმა აბასს განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან მუშაობს კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. 12 ოქტომბერს ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი განიხილეს. ეს იყო ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც ჩინეთის შუამავლობით, თეირანსა და რიადს შორის ურთიერთობები განახლდა. ვაშინგტონი მიიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გასულ კვირაში გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ მსგავს ხაზს ავითარებდა BBC-იც, როდესაც წერდა, რომ გარკვეულ კითხვებს ბადებდა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე იერიშისთვის შერჩეული დრო. BBC წერს, რომ „ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრად უფრო ფართო ამბიციები ექნება. ბევრ უფრო ფართო საკითხზე, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგები გავლენას მოახდენს.“ „ეს უპრეცედენტო ესკალაცია მივიღეთ უპრეცედენტო დიპლომატიის დროს: საუდის არაბეთისა და აშშ -ის მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამეფოს მიერ ებრაული სახელმწიფოს აღიარებისკენ იყო მიმართული; უფრო დიდი ჩართულობა რიადსა და პალესტინის ხელისუფლებას, „ჰამასის“ მთავარ კონკურენტს შორის. „ჰამასმა“ ახლა ყუმბარა გაისროლა იმ „კულუარებში“, სადაც ეს ყველაფერი ხდება. და ამ ნაერთში ბევრი მოთამაშეა - ირანი, „ჰამასის“ მტკიცე მოკავშირე, ისევე როგორც რუსეთი. უკრაინის ომიც კი შეიძლება, ამ ორბიტაში აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ თავად „ჰამასიც“ გაყოფილია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედრო ფრთა სახიფათო ესკალაციას უძღვება, რომლის გავლენა შორსმიმავალი და ხანგრძლივი იქნება,“ - წერს BBC. „გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“  - განუცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს.  7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

Bloomberg: საუდის არაბეთმა არმია მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა

საუდის არაბეთის არმია მაღალ მზადყოფნაშია. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ოთხი საუდელი ჯარისკაცი იემენის საზღვართან, მთიან სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ჯაზანში, ჰუსიტების ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა. საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა, ასევე, ჰუსიტების მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო. საუდელი სამხედროების დაღუპვის შესახებ ცნობები პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილში საუდის არაბეთმა "ჰუსიტების" დაჯგუფებასთან ზავის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. საუდის არაბეთის მთავრობისა და ჰუსიტების დაჯგუფების წარმომადგენლებს ამ დრომდე კომენტარები არ გაუკეთებიათ.  

სომხეთმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

25 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს მოეწერა ხელი. იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. ოქმს აბუ დაბიში მოაწერეს ხელი სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კარენ გრიგორიანმა და საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სულთან ბინ აბდულა ალ-ანგარიმ. დოკუმენტში აღნიშნულია ორი ქვეყნის სურვილი, „დამყარდეს მეგობრული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში.“ სომხეთი დიდი ხანია, მსგავს ურთიერთობებს ყურის სხვა არაბულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ქუვეითთან. ორი ქვეყანას ერევანში საელჩოები აქვს. ჯერ არ არის ცნობილი, გეგმავენ თუ არა რიადი და ერევანი ერთმანეთის დედაქალაქში საელჩოების გახსნას. საუდის არაბეთი შაბათს ოფიციალურად დათანხმდა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, რითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკა დაასრულა. საუდის არაბეთი ათწლეულების განმავლობაში უარს ამბობდა სომხეთთან დიპლომატიური კავშირების დამყარებაზე, მუსულმანურ აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამო. ნავთობით მდიდარმა სამეფომ ამ პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითა მას შემდეგ, რაც მისი ურთიერთობები აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთთან რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვნად გაუარესდა. პოლიტიკის ცვლილებას ხაზი გაესვა 2021 წლის ოქტომბერში სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტის არმენ სარქისიანის რიადში ვიზიტით. სარქისიანი საუდის არაბეთის მმართველის, მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის გვერდით იჯდა იქ გამართული საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე.  

საუდის არაბეთის გამანადგურებელი საწვრთნელი მისიის დროს ჩამოვარდა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი F-15SA-ების ფლოტის ერთ-ერთი გამანადგურებელი სასწავლო მისიის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შეჯახება რუტინული სასწავლო ფრენის დროს მეფე აბდულაზიზის საჰაერო ბაზაზე, დაჰრანში მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.  მსგავსი ინციდენტებ ივლისსა და გასული წლის ნოემბერშიც დაფიქსირდა.  

BRICS-ს ხუთი ახალი სახელმწიფო შეუერთდა

სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე დაარსებულ BRICS-ის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას პირველ იანვარს ოფიციალურად შეუერთდა ხუთი სახელმწიფო: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. ბლოკში გასაწევრიანებლად ეს ქვეყნები 2023 წლის ზაფხულში მიიწვიეს. BRICS-ის გაფართოების შემდეგ ორგანიზაცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიო მშპ-ს მესამედზე მეტი და მოსახლეობის 45 პროცენტი მოდის. წევრები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 პროცენტს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციაში მოაქციოს. იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობს. აქამდე BRICS-ში შედიოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა.  

საუდის არაბეთი დიპლომატებისთვის ალკოჰოლის პირველ მაღაზიას გახსნის - Reuters

საუდის არაბეთი ემზადება თავისი პირველი ალკოჰოლური მაღაზიის გახსნისთვის დედაქალაქ რიადში, რომელიც ექსკლუზიურად არამუსლიმ დიპლომატებს მოემსახურება. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მომხმარებლებს მობილური აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირება მოუწევთ. როგორც Reuters-ი წერს, ეს არის ნაბიჯი, რომლითაც საუდის არაბეთს სურს, გახსნას ულტრაკონსერვატიული მუსლიმური ქვეყანა ტურიზმისა და ბიზნესისთვის, რადგან ისლამის მიხედვით, ალკოჰოლის დალევა აკრძალულია. აკრალვის დამრღვევთათვის საუდის არაბეთს მკაცრი კანონები აქვს. რეფორმების ფარგლებში, მათრახი მეტწილად პატიმრობით შეიცვალა.  

ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ზელენსკი პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდის შეხვდება, რათა რეგულარული დიალოგი გააგრძელოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა - „მშვიდობის ფორმულა“ იქნება. „გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და საუდის არაბეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს,” - წერს ზელენსკი სოციალური ქსელში. ასევე იგეგმება ომის ტყვეებისა და იძულებით დეპორტირებული უკრაინელების დაბრუნების საკითხის განხილვა. ასევე, განხილული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები და უკრაინის აღდგენაში საუდის არაბეთის მონაწილეობა. „საუდის არაბეთის ლიდერობამ უკვე შეუწყო ხელი ჩვენი ხალხის დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც მოიტანს შედეგებს,” - წერს ზელენსკი.  

ერევანი და ერ-რიადი ურთიერობების განვითარების „საგზაო რუკას“ შეიმუშავებენ

ერევანი და ერ-რიადი დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებისთვის „საგზაო რუკას“ შეიმუშავებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა. მან ერ-რიადში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ხედავს, მათ შორის, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით. „ისტორიულად ჩვენ გვქონდა მეგობრული ურთიერთობა არაბულ სამყაროსთან, ყველა არაბულ ქვეყანასთან და ეს ურთიერთობები ეფუძნება ტრადიციულ, ისტორიულად მეგობრულ კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის, არაბ ხალხსა და სომხეთს შორის. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი არაბული ქვეყანა გახდა სომეხი ლტოლვილების, სომხების გენოციდის გადარჩენის სამშობლო. მაგრამ, რა თქმა უნდა, კულტურული კავშირები, ურთიერთობები მანამდეც იყო. ასე რომ, ამ კონტექსტში, ცოტა უცნაურიც იყო, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ არსებობდა. და ამ თვალსაზრისით, 2023 წელი მართლაც ისტორიული წელი იყო: ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ახლა კი, მე ვესტუმრე რიადს, მაქვს შეხვედრები შესაბამის ოფიციალურ პირებთან და აქ ჩემს კოლეგებთან. და აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყანა, სომხეთი და საუდის არაბეთი ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ არ გვინდა აქ გაჩერება. იმდენი სფეროა, იმდენი სფეროა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა და არის იმდენი სფერო, სადაც შეგვიძლია, გამოვიკვლიოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. იმედია, ამ ვიზიტის შემდეგ გაჩნდება საგზაო რუკა - ჩვენი ურთიერთობების განვითარების საგზაო რუკა. მე მქონდა შეხვედრები ერ-რიადში, არამხოლოდ ჩემს კოლეგასთან, მის უმაღლესობასთან საგარეო საქმეთა მინისტრთან, არამედ, მიმიღეს ეკონომიკისა და დაგეგმვისა და განათლების სამინისტროში, სადაც შევხვდი ჩემს კოლეგებს და განვიხილეთ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ არ არის შეზღუდვა: განათლება, მეცნიერება, მოწინავე ტექნოლოგიები, ურბანული განვითარება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ადამიანთა შორის კონტაქტები, სავაჭრო ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრი რამ ხდება ადგილზე აქ საუდის არაბეთში, ასევე სომხეთში. და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობისთვის მომავალი საკმაოდ პერსპექტიულია. ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან კარგი და მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთთან, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება რეგიონულსაკითხებს, მაგრამ ასევე საერთაშორისო ფორუმებს,“ აღნიშნა მირზოიანმა.